"ოცნების" პირობებში არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერი თუ მინისტრი, ისინი მოსახლეობის პრობლემებს ვერ მოაგვარებენ - ხაჯიშვილი

31.01.24 12:28
"ოცნების" პირობებში არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერი თუ მინისტრი, ისინი მოსახლეობის პრობლემებს ვერ მოაგვარებენ - ხაჯიშვილი

„ამ ხელისუფლების პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი, ეს ადამიანები ვერ და არ მოაგვარებენ მოსახლეობის პრობლემებს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნება" კვლავაც ივანიშვილის ინტერესების სამსახურში დარჩება, რაც რიგით მოქალაქეებს შვებას ვერ მოუტანს. 


„ჩვენი მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან მინისტრები იმიტომ, რომ ეს ადამიანები ვერ გადაწყვეტენ იმ პრობლემებს, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას და ეს არის ეკონომიკური პრობლემები, პირველ რიგში, გაზრდილი ფასები, არ არის ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრაციაში წასულია ჩვენი ასი ათასობით თანამოქალაქე, რომელიც წასულია მხოლოდ იმიტომ, რომ,  უბრალოდ, თავი ირჩინოს. ეს არის ის პრობლემები, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას და ეს ადამიანები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ, იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს, მხოლოდ მის ინტერესში მოქმედებენ და შესაბამისად, ეს პრობლემები პრობლემებად დარჩება და ვინ იქნება მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელობა ამას არ ექნება,  - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.