გაჭიანურებული სასამართლო პროცესები და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები - საია-ს საგანგაშო დასკვნა
გაჭიანურებული და უვადოდ გადადებული სასამართლო პროცესები, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები და საპროცესო შეთანხმებები, რომლის დამტკიცების დროსაც მოსმართლეებს, პრაქტიკულად, ნოტარიუსის როლი აქვთ - მონიტორინგის შედეგებს საია ასაჯაროვებს.
ორწლიანი დკვირვების შედეგად იურისტებმა დაადგინეს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს, ძირითადად, სასამართლო პატიმრობას ან გირაოს იყენებს, სხვა ღონსიძიების შეფარდება კი იგნორიებულია. პრობლემაა საქმის არსებითი განხილვის ეტაპიც, როდესაც სასამართლოს მიდგომა ბუნბდოვანია.
საკმაოდ მაღალია ისევ გირაოს და პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი და აღკვეთის ღონისძიების დატოვების გარეშე მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი. ასევე იკვეთება, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე დასაბუთების ხარისხი, ან პატიმრობას რატომ იყენებს ან რატომ იყენებს გირაოს სასამართლო, ეს ნაკლებად ჩანს ხოლმე პროცესებზე ანუ არ იკვეთება დასაბუთება, რატომ გამოიყენა სასამართლომ ესა თუ ის აღკვეთის ღონისძიება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ გაჭიანურება ისევ არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომელიც საქმეებს სასამართლოში ახასიათებს. ძირითადად, საქმეების განხილვა ძალიან ხანგრძლივი დროით გრძელდება.
ამ რეკომენდაციებს ვუგზავნით შესაბამის უწყებებს" სასამართლოს, პროკურატურას და ვცილობთ ხოლმე, რომ შემდგომ უკვე გავაგრძელოთ ადვოკატირება იმ პრობლემებზე, რომლებიც ანგარიშებძ ჩანს, - ამბობსსაიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.