ხელისუფლების უყურადღებობის გამო ქუთაისში ნაგავსაყრელები სპონტანურად იხსნება - თემურ ცამციშვილი
ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში, ჩხობაძის ქუჩაზე არსებული რეკრეაციული ზონა ნაგავსაყრელად იქცა. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი საუბრობს.
ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნების" 12 წლიანი მმართველობის პერიოდში ქუთაისში არაფერი გაკეთებულა გარდა იმისა, ხელისუფლების უყურადღებობის გამო ქალაქი ნაგვსაყრელად იქცა.
იმ ფონზე, როცა ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით სიდიდით მეოთხე ქალაქად იქცა, იმ ფონზე, როდესაც ქუთაისში საერთოდ სამუშაო ადგილები, ფაქტობრივად, საერთოდ არ იქნება და პირიქით, თუ ვინმე მუშაობს ამ ქალაქში მათ უდიდეს ნაწილს ამ ქალაქის დატოვება უნდა, თქვენ ხედავთ რა არის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობას სპონტანურად გაუხსნას ნაგავსაყრელები მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ქუთაისი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი, სამთავრობო კვარტალი და თქვენ ხედავთ „ქართული ოცნების“ 12 წლის მმართველობის თავზე რა მივიღეთ ქუთაისში - საპარლამენტო დედაქალაქის ნაცვლად, მივიღეთ ქალაქი, სადაც ასე სპონტანურად ხელისუფლების უყურადღებობის გამო იხსნება ნაგავსაყრელი, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.