წერეთლის გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რომელიც საღამომდე დასრულდება და ხვალიდან მოძრაობა ორმხრივად აღდგება - კალაძე
წერეთლის გამზირზე მოძრაობა აღდგება - ამის შესახებ განცხადება თბილის მერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კახა კალაძე ირწმუნება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც გრძელდება, თუმცა საღამომდე დასრულდება, ამიტომ მერი პირობას დებს, რომ მოძრაობა იქ დილიდან ორმხრივად გაიხსნება.
მისი თქმით, მუდმივი ლანძღვა და ცილისწამება, რაც თან სდევდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, საკუთარი ქალაქისა და მოქალაქეების მიმართ სიძულვილია.
ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 1-ელი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშაოები საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი. ახლაც მიმდინარეობს სამუშოები, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება. პარალელურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თან სდევდა წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სხვა არაფერია თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქის და თანაქალაქელების მიმართ.დააკვირდით, როგორი აგრესია არის. დღეს საქართველოში და დედაქალაქში აღმშენებლობას, განვითარებას, მშენებლობას ეს უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ", - განაცხადა კალაძემ.