ფინანსური დახმარება უკრაინისთვის - ბრუსელში თავადაცვის მინისტერიალი დაიწყო
ბრიუსელში თავადაცვის მინისტერიალი დაწყებულია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები საგანგებოდ ევროპული საბჭოს გადამწვეტ შეხვედრამე ერთი დღით ადრე შეიკრიბნენ. მთავარი საკითხი უკრაინისთვის დახმარების პაკეტზე მსჯელობაა.
ხვალ ევროპულმა საბჭომ ომში მყოფი ქვეყნისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემაზე უნდა იმსჯელოს, თუმცა ამ პროცესს ისევ ვქტორ ორბანი ბლოკავს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, უნგრეთის პრორუს პრემიერთან შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომაც ფინანსური დახმარების საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
უკრაინას სჭირდება უფრო მეტი შეიარაღება. სერიოზული დისბალანსია ცეცხლსასროლი საშუალებების კუთხითმხარეებს შორის, რომელიც სასწრაფოდ უნდა შეივსოს. ამიტომ ევროპული საბჭო საკმაოდ დრამატულ ზომებს მიმართავს. ჩვენ ვისაუბრეთ უკრაიინისთვის ფინანსური დახმარების საკითხზე. ხვალ ჩვენ უნდა ვუჩვენოთ უკრაინას, რომ მხარდაჭერა მათ მიმართ ურყევია და ასე გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, შეფასდეს მდგომარეობა და ვიცოდეთ სად ვართ და როგორ ვიქნებით წლის ბოლოს, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბორელის აზრს იზიარებენ ევროპული ქვეყნების თავდაცვის მინისტრებიც. მინისტერიალის პარალელურად განცხადება საფრანგეთის მინისტრმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მიწოდება უნდა განაგრძოს.
ეს ევროპისთვის ერთგვარი გამოსაცდელი და გადამწყვეტი მომენტია. ჩვენ, რაც უნდა იყოს და როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ამერიკამ, მზად უნდა ვიყოთ ურკრაინის დასაცავად და მხარდასაჭერად. ევროპას გაუმართლა,რ ომ ჰყავს ისეთი პარტნიორი, როგორიც აშშ-ა, მაგრამ ამასთანავე, უნდა დავინახოთ ფართო სურათიც. უკრაინა ევროპის კონტინენტის ნაწილია და რაც არ უნდა მოიმოქმედოს ვაშინგტონმა, ჩვენი ვალია, მივიღოთ სწორი და გაბედული გადაწყვეტილებები უკრაინის და მისი მოსახლეოიბის მხარდასაჭერად. ევროპამ ნებისმიერ ფასად უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა შეუძლებელი გახდეს რუსეთის გამარჯვება , წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას თავისი უარყოფითი შეეგები ექნება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, - განაცხადა მაკრონმა.