ირაკლი კობახიძეს, როგორც არასდროს, ისე ექნება მთელი გუნდის და მომხრეების მხარდაჭერა - ზარქუა
ირაკლი კობახიძეს, როგორც არასდროს, ისე ექნება მთელი გუნდის და მომხრეების მხარდაჭერა - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზარქუა ამაყია, რომ საპარლამენტო წიაღიდან ხდება პრემიერის წარდგენა და ეს ამობს, რომ ეს ამბავი მისთის ორმაგად სასიხარულოა.
ამაყები ვართ, რომ ჩვენი საპარლამენტო წიაღიდან ხდება პრემიერის წარდგენა. ამას რატომ დაერქვა ისტორიული, იცით? - აქამდე არასდროს არ ყოფილა, ჩვენ ხომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და შესაბამისად, ეს ორმაგად სასიხარულოა. ასე რომ, ირაკლის, როგორც არასდროს, ისე ექნება მთელი გუნდის და მომხრეების მხარდაჭერა. რაც შეეხება, თავად გადადგომას, რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, მშვენივრად ახსნა და კომენტარს არ იმსახურებს. რაც შეეხება, მეორე ნაწილს. სუსტი რგოლი, ჩემი აზრით, არ არსებობს, რადგან მთელი სამინისტროების მუშაობის შედეგი იყოს ეს კანდიდატის სტატუსი, რომელიც ევროპამ შეაფასა მაღალ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ ყველა უწყებამ თავისი ის მოთხოვნილი კრიტერიუმებიო ზედმიწევნით შეასრულა და დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი", - ამბობს ზარქუა.
მომავალ კვირას, მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცედურას ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაესწრება, თუმცა მხარს კობახიძის მინისტრთა კაბინეტს არ დაუჭერს.