იქნება თუ არა სიმბოლურ იმპიჩმენტზე სიმბოლური დემარშით პასუხი - მოაწერს თუ არა პრეზიდენტი კობახიძის გაპრემიერებას ხელს?
იქნება თუ არა სიმბოლურ იმპიჩმენტზე სიმბოლური დემარშით პასუხი და მოაწერს თუ არა პრეზიდენტი ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას ხელს? - ეკა ბესელია, პოლიტიკოსი, ვინც სალომე ზურაბიშვილის კარგად იცნობს, "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ პრეზიდენტი პირად ანგარიშსწორებებს არასდროს მიმართავს.
ბესელია ამბობს, რომ პირადად ის, არ მოაწერდა ხელს კობახიძის პრემიერად წარდგენას, თუმცა არ იცის, ამ შემთხვევაში, რას იზამს საქართველოს პრეზიდენტი.
თუ არ მოაწერს ხელს, კონსტიტუციაში ასე წერია, რომ 2 დღეში მაინც ითვლება, რომ პრემიერის წარდგენა მოხდა, ამიტომ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. სალომე ზურაბიშვილი პირად ანგარიშსწორებებს არასდროს მიმართავს. მე მაგალითად არ მოვაწერდი ხელს, მაგრამ თავად არ ვიცი, რას იზამს. მე ჩემი განწყობა გითხარით, მაგრამ პრეზიდენტი არ მოქმედებს პერსონალური განწყობებით. როგორც არ უნდა იქცეოდეს კობახიძე პრეზიდენტის მიმართ, მე არ მგონია, რომ ისე მოიქცეს პრეზიდენტი კობახიძის მიმართ", - ამბობს ბესელია.
კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის მეთაურის დამტკიცებას ზურაბიშვილის ხელმოწერა სჭირდება - ქვეყნის მთავარ დოკუმენტში წერია, რომ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტი ორ დღეში მაინც დამტკიცდება.
რას ამბობს კანონი:
56-ე მუხლი; თავი 5: მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.