აღსრულების ბიურომ "ალტ-ინფოს" 233 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვა

31.01.24 16:41
აღსრულების ბიურომ "ალტ-ინფოს" 233 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "ალტ-ინფოს" სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდა მოსთხოვა - თანხის ოდენობა 217 482 ლარს შეადგენს. ბიურომ დოკუმენტი 25 იანვარს გამოსცა და პარტიას გადასახდელად 7-დღიანი ვადა მისცა.

"კონსერვატიულმა მოძრაობამ" დამატებით უნდა გადაიხადოს აღსრულების საფასური (15 224 ლარი). ვადის ამოწურვის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს პარტიის ანგარიშების დაყადაღება შეეძლება

ცნობისთვის, "ალტ-ინფო" სასამართლომ 2022 წელს დააჯარიმა. პარტიის წინააღმდეგ სასამართლოს აუდიტის სამსახურმა მიმართა.