ბევრად უფრო ღირსეული პასუხი იქნებოდა დამარცხებული კობახიძისთვის, თუ პრეზიდენტი ხელს მოაწერს მის დანიშვნას - აქუბარდია

31.01.24 17:10
ბევრად უფრო ღირსეული პასუხი იქნებოდა დამარცხებული კობახიძისთვის, თუ პრეზიდენტი ხელს მოაწერს მის დანიშვნას - აქუბარდია

ბევრად უფრო ღირსეული პასუხი იქნებოდა დამარცხებული კობახიძისთვის, თუ პრეზიდენტი ხელს მოაწერს მის დანიშვნას - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ "პირველებთან" განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, ამ ქმედებით, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად რეალური ფუნქციები აქვს პრეზიდენტს და რამდენად ქვევით არის მასზე ირაკლი კობახიძე.

კაცი, რომელიც დამარცხდა პრეზიდენტთან იმპიჩმენტის პროცესისას, საინტერესოა, რას მოიმოქმედებს მით უფრო, როდესაც ვიცით, რომ პრეზიდენტს ხელი აქვს მოსაწერი მის დანიშვნასთან დაკავშირებით და მოცემულობაში, როდესაც ცივი ომი აქვს გამოცხადებული "ქართულ ოცნებას" წაგების შემდგომ პრეზიდენტთან. ამიტომ, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სანახაობა იქნება. ბევრად უფრო ღირსეული პასუხი იქნებოდა დამარცხებული კობახიძისთვის პრეზიდენტი თუ მოაწერს ხელს მის დანიშვნას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად რეალური ფუნქციები აქვს პრეზიდენტს და რამდენად ქვევით არის მასზე. შესაბამისად პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ხელს მოაწერს თუ არა, მაგრამ თუ ხელს მოაწერს, იგი კვლავ მაღლა დადგება "ქართულ ოცნებაზე" ისევე, როგორც ადრე დამდგარა", - ამბობს აქუბარდია.

იქნება თუ არა სიმბოლურ იმპიჩმენტზე სიმბოლური დემარშით პასუხი და მოაწერს თუ არა პრეზიდენტი ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას ხელს? - კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის მეთაურის დამტკიცებას ზურაბიშვილის ხელმოწერა სჭირდება - ქვეყნის მთავარ დოკუმენტში წერია, რომ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტი ორ დღეში მაინც დამტკიცდება.

რას ამბობს კანონი: 

56-ე მუხლი; თავი 5: მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.