ირაკლი არსად არ მიდის - კალაძე ღარიბაშვილზე

31.01.24 17:15
ირაკლი არსად არ მიდის - კალაძე ღარიბაშვილზე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ პრემიერობიდან წასული ირაკლი რარიბაშვილი არსად მიდის და ის ერთიანი ძალისხმევით ჩაუდგება პარტიას სათავეში.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძე მას პრემიერობის პოსტზე წარმატებებს უსურვებს.

ირაკლი არსად არ მიდის, ის იბარებს პარტიას და ერთიანი ძალისხმევით შევუდგებით 2024 წლის არჩევნებში საარჩევნო კამპანიას. ირაკლი კობახიძეს მინდა, გულწრფელად წარმატებები ვუსურვო. მას ძალიან დიდი როლი აქვს პარტიის სტრუქტურულ ჩამოყალიბებაში, გაძლიერებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყოველთვის ხდება ცვლილებები და რაღაც სიახლეს არ წარმოადგენს. შეიძლება, დღეს ერთ პოზიციაზე იყო, ხვალ მეორე პოზიციაზე. მთავარი და მნიშვნელოვანი რა არის, რომ სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის უნდა ემსახურო შენს ქვეყანას, უნდა ემსახურო შენს ხალხს და ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი", - ამბობს