გახდება თუ არა ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო საქმეთა მინისტრი - "ოცნების" წევრის პირველი კომენტარი

31.01.24 17:33
გახდება თუ არა ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო საქმეთა მინისტრი - "ოცნების" წევრის პირველი კომენტარი

გახდება თუ არა ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო საქმეთა მინისტრი - "ოცნების" წევრის ამბობს, რომ ამ ეტაპზე საგარეო უწყებიდან შემოთავაზება არ მიუღია და ჩვეულ საქმიანობას პარლამენტში აგრძელებს.

ირაკლი კობახიძე არის კანდიდატი, რომელიც ხვალ იქნება განხილული ყრილობაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. დაელოდეთ ხვალინდელ დღეს და პრემიერ-მინისტრი წარადგენს კაბინეტს რაც შეეხება ჩემს თავს, მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ მე ვარ აქ პარლამენტში და ვაგრძელებ მუშაობას. საგარეო უწყებიდან შემოთავაზება არ მიმიღია< - ამბობს სამხარაძე.

პოლიტიკური კულუარებიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო ნიკოლოზ სამხარაძე ან მაკა ბოჭორიშვილი საგარეო უწყებაში დაინიშნებიან. მათი დანიშვნა კი იმაზეა დამოკიდებული, ვის აუნთებს ივანიშვილი მწვანე შუქს კობახიძის გუნდიდან.