მთავრობის ადმინისტრაციაში გასაშვებად გამზადებული მინისტრების შეკრებაა

31.01.24 19:00
მთავრობის ადმინისტრაციაში გასაშვებად გამზადებული მინისტრების შეკრებაა

გასაშვებად გამზადებული მინისტრების შეკრება. ღარიბაშვილის მთავრობის ის წევრები, რომელთა შეცვლაც დღეს უმრავლესობის წევრებმაც დაადასტურეს, ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან.

იქ არის გადამდგარი პრემიერიც, რომელიც უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან ბოლო კონსულტაციებს გადის. თავდაცვა, ჯანდაცვა, საგარეო და იუსტიცია - ეს ის სამინისტროებია, რომელთა პირველი პირებიც ივანიშვილმა პრემიერის გზას გაუყენა.

პირველი კომენტარები პრაქტიკულად გადამდგარი მინისტრებისგან - ნახეთ 8 საათზე, "პირველების" ცენტრალურ გამოშვებაში.