ენმ-დან გვარამიას გუნდში - ოპოზიციაში წინასაარჩევნო გადალაგება იწყება

31.01.24 20:40
ენმ-დან გვარამიას გუნდში - ოპოზიციაში წინასაარჩევნო გადალაგება იწყება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა გვარამიას გუნდში - ოპოზიციაში წინასაარჩევნო გადალაგება იწყება. ენმ-ის საკრებულოს დეპუტატი პარტიასაც ტოვებს და ფრაქციასაც. ნინო კვიტაიშვილმა არჩევანი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პლატფორმაზე გააკეთა. ეს ჯერჯერობით პირველი წინასაარჩევნო ცვლილებაა ოპოზიციური სპექტრში, თუმცა არა ერთადერთი. პარტიები ჯერ ისევ კონსულტაციების რეჟიმში არიან და მსჯელობენ, ვის ვისთან აწყობს თანამშრომლობა არჩევნებში გამარჯვების მიზნით.

ვრცლად ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.