თავდასხმების ახალი სეზონი გახსნილია - პაპუაშვილმა ოპოზიცია ცხოველებს შეადარა

31.01.24 20:31
თავდასხმების ახალი სეზონი გახსნილია - პაპუაშვილმა ოპოზიცია ცხოველებს შეადარა

თავდასხმების ახალი სეზონი გახსნილია - ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე იმისთვის გამოჩნდა, რომ ოპოზიცია და მესამე სექტორი გაელანძღა. შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ცხოველებთან შედარება დაიწყო.

განსაკუთრებული შტურმი "ლელოზე" იყო. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარი უმრავლესობისთვის მტკივნეული აღმოჩნდა. შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს ჩიხუახუას სინდრომით შეპყრობილ პარტიას უწოდებს და  რადიკალებად აცხადებს. 

ადამიანი, რომელიც არ წარმოადგენს არანაირ ფიგურას და რომელსაც არ გააჩნია დამოუკიდებლობის კოეფიციენტი - ასე უპასუხეს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს "ლელოდან" და მის კრიტიკასაც სერიოზულად არ იღებენ. პაპუაშვილს დღეს ისიც შეახსენეს, რომ სტატუსით ქვეყნის მეორე პირს საქმის კურსშიც კი არ აყენებენ, როდესაც ხელისუფლებაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ხდება.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.