დარჩება თუ არა მესამე ვადით თბილისის მერად? - კალაძის პასუხი
„გამორიცხული არაფერია, ყველაფერი წინაა“ - ასე უპასუხა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ კითხავს, რამდენად შესაძლებელია მესამე ვადით გახდეს თბილისის მერი.
თბილისი მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.
„როგორც იცით, 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.