სუს-თან სპეცრაზმია მობილიზებული - თუ ბექა ვარდოსანიძეს არ გათავისუფლებენ, "ალტ-ინფო" არეულობას აანონსებს
სუს-თან შს სამინისტრომ სპეცრაზმი მოაბილიზა - უსაფრთხოების ზომები გომელაურმა ლილუაშვილის უწყებასთან მას შემდეგ გააძლიერა, რაც რადიკალები ღია მუქარაზე გადავიდნენ და სუს ულტიმატუმი წაუყენეს. თუ ბექა ვარდოსანიძეს რამდენიმე წუთში არ გათავისუფლებენ, "ალტ ინფო" არეულობას აანონსებს. 12 საათიდან რადიკალების მხარდამჭერი სუს-ში ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება. დაკითხვის კანონით განსაზღვრული ვადა ცოტა ხანში ამოიწურება.
ვარდოსანიძემ გამომძიებლებს უნდა უთხრას, რა კავშირი აქვს იმ ელექტრონულ ფოსტასთან, რომლიდანაც ტელევიზიაში, შსს-სა და სუს-ში მუქარის შემცველი შეტყობინებები დაიგზავნა. წერილის ავტორი იტყობინებოდა, რომ კლუბ "ბასიანში", "რატის ბარში", საახალწლო სოფელსა და ტელეკომპანია "იმედის" ავტომობილებში ბომბები იყო დამონტაჟებული. ვარდოსანიძის სახლიდან ამოღებულია ყველა სახის ელექტრონული მოწყობილობა. არ არის გამორიცხული, რადიკალების მხარდამჭერს მოწმის სტატუსი შეუცვალონ და ხელბორკილები დაადონ.
დასრულდა თუ არა ვარდოსანიძის გამოკითხვა და რა ვითარებაა ადგილზე - ლიზა ლასარეიშვილი გიამბობთ მეტს.