პოლიტსაბჭოზე ყველაფერი გაცხადდა - კალაძე ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებების შესახებ იცოდა

31.01.24 20:14
პოლიტსაბჭოზე ყველაფერი გაცხადდა - კალაძე ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებების შესახებ იცოდა

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებების შესახებ იცოდა.

მისი თქმით, როდესაც გაიმართა პოლიტსაბჭო და აღნიშნავს, რომ მას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, ყველაფერი სწორედ მაშინ გაცხადდა.

შეხვედრები იყო, პოლიტსაბჭოც იყო, რამდენიმე დღის წინ. შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. პოლიტსაბჭო როდესაც გაიმართა, ყველაფერი ცხადი იყო. პოლიტსაბჭოზე, ასე რომ ვთქვათ, ყველაფერი გაცხადდა", - ამბობს კალაძე.

ღარიბაშვილის გადაყენების შემდეგ  გუნდის წევრებს არ შეხვედრია ივანიშვილი. ხვალ ოლიგარქმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე,  ვიწრო წრეში უნდა თქვას მთავარი სათქმელი. იქ გაიგებს ყველა, ვის ტოვებენ და ვის რა მომავალი ექნება.  დაბნეულობა ეტყობა ყველას, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელებსაც, რომლებიც დღეს ურთიერთგამომრიცხავ განცხადბებს აკეტებდნენ.