საგანგებო თათბირი ღარიბაშვილის კაბინეტში - გასაშვებად განწირული მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში

31.01.24 20:00
საგანგებო თათბირი ღარიბაშვილის კაბინეტში - გასაშვებად განწირული მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში

საგანგებო შეკრება ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში. გასაშვებად განწირული მინისტრები, რამდენიმე საათია მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან. სავარაუდოდ, პრემიერი, რომელიც პოსტიდან გადაყენების შემდეგ, ჩვენი ინფორმაციით,  ოცნების ლიდერებს აღარ ელაპარაკება, მთავრობიდან გაშვებულ თანაგუნდელებს უხსნის,  ვისთვის რა თანამდებობა შეიძლება გამოუჩნდეს.

ღარიბაშვილთან კაბინეტში ამ წუთებში იმყოფება თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე. მას მტავრობის ადმინისტრაცია ჯერ არ დაუტოვებია.

აწ უკვე ყოფილ პრემიერთან იმყოფებოდნენ ილია დარჩიაშვილი და რატი ბრეგაძეც, თუმცა მათ "პირველებთან" კომენტარის გაკეთება არ ისურვეს არ თქვეს, ელოდებიან თუ არა გადაყენებას და დაემშვიდობნენ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს. 

ეს იქნება ირაკლი კობახიძის პირველი შეხვედრა, ირაკლი ღარიბაშვილთან მას შემდეგ რაც კობახიძემ შიდა ომი მოუგო. ღარიბაშვილის გადაყენების შემდეგ  გუნდის წევრებს არ შეხვედრია ივანიშვილი. ხვალ ოლიგარქმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე,  ვიწრო წრეში უნდა თქვას მთავარი სათქმელი. იქ გაიგებს ყველა, ვის ტოვებენ და ვის რა მომავალი ექნება.  დაბნეულობა ეტყობა ყველას, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელებსაც, რომლებიც დღეს ურთიერთგამომრიცხავ განცხადბებს აკეტებდნენ.

რა ხდება მთავრობის ადმინისტრაციაში - ნახეთ, ნანუკა ქაჯიას ჩართვაში. 
 

" data-width="auto">