ვინ მისცემს ხალხს ქუთაისში ან ამ ქვეყანაში ამდენ ხელფასს? - ხახალეიშვილი მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინებაზე

31.01.24 20:46
ვინ მისცემს ხალხს ქუთაისში ან ამ ქვეყანაში ამდენ ხელფასს? - ხახალეიშვილი მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინებაზე

რატომ გახდა ქუთაისი მოსახლეობის მიხედვით მეოთხე ქალაქი - ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, განმარტავს, რომ ხალხის გადინება იმიტომ ხდება, რომ ევროპასა და ამერიკაში მათ 3-ჯერ მეტი ხელფასი ელოდებათ.

"მიდის ეს ხალხი ევროპაში, 3-ჯერ დიდი ხელფასი აქვთ იქ. ვინ მისცემს მათ ამ ქალაქში, ან ამ ქვეყანაში 3-ჯერ მეტ ხელფასს. ხელი შევუშალოთ ამ ხალხს რომ მიდიან?!,"- თქვა ხახალეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი მოსახლეობის მიხედვით ქვეყანაში მეორე ქალაქი იყო.