წყარო: დღეს მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება, სხვებს სამ თვეში გაუშვებენ

01.02.24 11:10
წყარო: დღეს მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება, სხვებს სამ თვეში გაუშვებენ

სრული მობილიზება "თბილისი პარაგრაფში" - "ქართული ოცნება" ყრილობისთვის ემზადება -  ზუსტად ორ საათზე ღარიბაშვილი და კობახიძე თანამდებობებს ოფიციალურად გაცვლიან. 

"ქართული ოცნების" შიდა კულუარული დეტალები "პირველებისთვის" ხდება ცნობილი. დღეს სავარაუდოდ, მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება. ჯუანშერ ბურჭულაძის ადგილს, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავეს.

ცნობილი ხდება, საგარეო საქმეთა მინისტრის შემცვლელის ვინაობაც - "პირველებს" სანდო წყარო უყვება, რომ რამდენიმე თვეში, ილია დარჩიაშვილს დავით ბაქრაძე შეცვლის. 

რაც შეეხება ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრს ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პოსტს ისინიც დატოვებენ, თუმცა ეს სამი თვის შემდეგ მოხდება. 

აღსანიშნავია, რომ კობახიძის საპარლამენტო შემადგენლობიდან გასვლის შემდეგ, ვაკანტური ხდება საპატლამენტო ლიდერის ადგილი. ამ საქმიანობას კი სავარაუდოდ მამუკა მდინარაძე შეითავსებს. 

პრემიერის გადაყენებას "ქართულ ოცნებაში" როტაციას უწოდებენ. მაგალითად, კახი კალაძემ თქვა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ, სად, რომელ, თანამდებობაზეა. მისი თქმით "ყველა ქართველ ხახლს უნდა ემსახუროს".

ცვლილებები ყოველთვის ხდებობა გუნდში, მომავალშიც მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,  არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ, სად, რომელ, თანამდებობაზეა.. 

"როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს სრული მხარდაჭერა, ორივეს, გუნდი არის ერთიანი- თქვა კალაძემ.