გადავლაგდით წინასაარჩევნოდ - დავითულიანი სამთავრობო ცვლილებებზე

01.02.24 11:49
გადავლაგდით წინასაარჩევნოდ - დავითულიანი სამთავრობო ცვლილებებზე

"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნა მის ჩამოქვეითებას არ ნიშნავს.

ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილზე დაბალი პოლიტიკური თანამდებობა და წინა ჰქონდა რაღაც თვალსაზრისით? არა ხომ? შესაბამისად ეს როტაცია და ადგილის გაცვლა არ ნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაქვეითდა.

გადავლაგდით წინასაარჩევნოდ და ამას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ რაღაც მიზეზები, საარჩევნო პროცესიდან გამომდინარე“, - განაცხადა დავითულიანმა.

"პირველები" ასევე დაინტერესდა, შესთავაზეს თუ არა მას კულტურის მინისტრის თანამდებბა. დეპუტატის განცხადებით, ის თეა წულუკიანის შემცვლელად არ განიხილება. 

„არა, არ განვიხილები მსგავსი არაფერი არ ყოფილა, კულტურას ჰყავს თავისი მინისტრი, მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა"- თქვა მან.