ქართველ ხალხი დაიღალა ივანიშვილის ხრიკებით - ირაკლი ფავლენიშვილი
„ქართველ ხალხს არ აინტერესებს პოლიტიკური კარუსელი ივანიშვილის კარზე, მათ აინტერესებთ ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამსახური. დაიღალა ივანიშვილის ხრიკებით, პოლიტიკური მასკარადებით, მანიპულაციებით და აუცილებლად გათავისუფლდება 2024 წლის არჩევნების შემდეგ.“ -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა
პოლიტიკური კარუსელი ივანიშვილის კარზე, სადაც ადამიანები არ იცვლებიან და ერთი და იმავე ადამიანები სხვადასხვა ადგილს იკავებენ, საერთოდ არ აინტერესებს ქართველ ხალხს, ქართველ ხალხს ჭირდება და აინტერესებს მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, ჭირდება ღირსეული პენსია, ღირსეული ცხოვრების პირობები და გარემო, რასაც ვერ სთავაზობს „ქართული ოცნება“ და მუდმივად სთავაზობს ივანიშვილის პოლიტიკურ მასკარადებს და პოლიტიკურ მანიპულაციებს, ხრიკებს, რომლითაც ქართველი ხალხი დაიღალა და აუცილებლად გათავისუფლდება 2024 წლის არჩევნების შემდეგ.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.