ლოგიკურია, მდინარაძემ დაიკავოს უმრავლესობის ლიდერის პოზიცია - გივი მიქანაძე
ლოგიკურია, მამუკა მდინარაძემ დაიკავოს უმრავლესობის ლიდერის პოზიცია - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის აგრძელებს საქმიანობას იმ მნიშვნელოვან პოზიციაზე, რაც პარლამენტში უკავია.
რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერს, ამის თაობაზე გაკეთდება ოფიციალური განცხადება, მაგრამ სრულიად ლოგიკურია, რომ მამუკა მდინარაძემ დაიკავოს ეს პოზიცია"- თქვა მიქანაძემ.
აღსანიშნავია, რომ კობახიძის საპარლამენტო შემადგენლობიდან გასვლის შემდეგ, ვაკანტური ხდება საპატლამენტო ლიდერის ადგილი. ამ საქმიანობას კი სავარაუდოდ მამუკა მდინარაძე შეითავსებს.