ახალი მთავრობის მოლოდინში - "ივანიშვილი კობახიძეს საკუთარ მომსახურე პერსონალად მიიჩნევს"

01.02.24 12:16
ახალი მთავრობის მოლოდინში  - "ივანიშვილი კობახიძეს საკუთარ მომსახურე პერსონალად მიიჩნევს"

ქვეყანა ახალი მთავრობის მოლოდინშია -  კობახიძის  პრემიერად წარდგენის შემდეგ, დასამტკიცებელია მინისტრთა კაბინეტიც. კობახიძის რჩეულებს "ოცნების" სრული მხარ-დაჭერაა ექნებათ, ოპოზიციის დიდი ნაწილი კი ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას არც კი დაესწრება. 

„ევროოპტიმისტების“ ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ვერცერთი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობის პირობებში  ვერაფერს განსხვავებულს ვერაფერს გააკეთებს.

მთავრობა, რომელსაც წარადგენს  ბიძინა  ივანიშვილი, არავითარ შემთხვევაში ამას არ შეგვიძლია ვუწოდოთ ახალი პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ არ იცვლება გვარები. მთავარი კითხვა ალბათ რაც იქნება, ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი,  რას გააკეთებს ის  განსხვავებულს ირაკლი ღარიბაშვილისგან, ეს ირონიულად რომ  ვთქვათ, იმიტომ რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ბიძინა  ივანიშვილის კოჰორტაში  დაწინაურებული პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ბიძინა ივანიშვილის კოჰორტაში დაწინაურებული პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 რაც შეეხება გახარიას გუნდს, ანა ბუჩუკურის თქმით, ისინი "ყოველთვის იყებენებ ტრიბუნას". 

ჩვენ სხდომებზე წარმოდგენილები ვართ და ტრიბუნასაც მაქსიმალურად ვიყენებთ. თუ დააკვირდით, ბოლო პერიოდში, ბიძინა ივანიშვილი მომყავს ხოლმე რაღაცების დასადასტურებლად, მის სიტყვებს ვიშველიებ. ყველაზე ღიად და ცხადად მან ბევრი რამ აღიარა, მათ შორის ის, რომ კობახიძე იქნება თუ სხვა, ის საკუთარ მომსახურე პერსონალად მიიჩნევს"- აცხადებს ბუჩუკური. 

შეგახსენებთ, პრემიერობის კანდიდატს „ქართული ოცნების“ დღევანდელ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს.