საქართველოში პუტინის კრიტიკოსი არ შემოუშვეს

01.02.24 12:42
საქართველოში პუტინის კრიტიკოსი  არ შემოუშვეს

პუტინის კრიტიკოსი ფიოდორ კრაშენინიკოვი საქართველოში არ შემოუშვეს - ამის შესახებ პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

ირკვევა, რომ ფიოდორ კრაშენინიკოვს თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა. მისი თქმით, ევროკავშირში ისე გააბრუნეს, რომ მისთვის ქართველ მესაზღვრეებს არაფერი უთქვამთ:

"საქართველოში შესვლა ვერ მოვახერხე! საპასპორტო კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით, საზღვრის კვეთაზე უარი მითხრეს, შემდეგ კი იმავე თვითმფრინავში ჩამსვეს და ევროკავშირში დამაბრუნეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩემთვის უცნობია", - წერს ის.

კრაშენინიკოვი პუტინმა "უცხოური გავლენების აგენტების" სიაში შეიყვანა, რადგან ის რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას არ ეთანხმება, გმობს უკრაინაში შეჭრას და აკრიტიკებს პირადად პუტინს.