ირაკლი ჩემი მეგობარია, გამორჩეულად მიყვარს - რიმა ბერიძე

01.02.24 13:14
ირაკლი ჩემი მეგობარია, გამორჩეულად მიყვარს - რიმა ბერიძე

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი რიმა ბერიძე სამთავრობო ცვლილებებით კმაყოფილია. ამბობს, რომ მომავალი პრემიერი მისი მეგობარია და გამორჩეულად უყვარს. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, უმრავლესობის წევრის თქმით, ეს "საქმიანი, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა". 

"საქმიანი, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა,  ორი ძლიერო პოლიტიკოსის გადაადგილებაა,  ეს არის საქმიანი ცვლილება. 
რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, გამორჩეულ ლიდერს, ჩემი მეგობარია, გამორჩეულად მიყვარს  და მიმაჩნია, რომ ის წარმატებული მთავრობის ხელმძღვანელი  იქნება"- ამბობს ბერიძე. 

"ქართულ ოცნება" დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა და ყრილობას გამართავს. პოლიტსაბჭოზე ოფიციალურად დამტკიცდება პრემიერის კანდიდატურა, ყრილობაზე კი პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. 

სასტუმრო "თბილისი პარაგრაფში" "ქართულიო ოცნება" სრული შემადგენლობით არის შეკრებილი. ადგილზევე მივიდნენ ლიდერებიც და პარტიის რიგითი წევრებიც.

სასტუმროში უკვე შევიდნენ ირაკლი კობახიძე და ირაკლი რარიბაშვილი. არცერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია.