ევროკავშირში ველოდებით თანამშრომლობას ახალ არჩეულ პრემიერთან და მთავრობასთან - ელჩი
ვინც უნდა იყოს, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, ჩვენ ევროკავშირი ველოდებით თანამშრომლობას ახალ არჩეულ პრემიერთან და მთავრობასთან - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
მე უცხოელი დიპლომატი ვარ საქართველოში, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო თქვენს კითხვაზე პასუხისას. რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ ძალიან ახლოს ვთანამშრომლობდით პრემიერთან და მთავრობასთან, დეკემბერში გვქონდა ისტორიული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის შესახებ. ახლა ველოდები, რომ ძალიან ახლოს და კონსტრუქციულად ვიმუშავებ მომდევნო მთავრობასა და პრემიერთან. დღეს არის ანონსები, ვინ იქნება მთავრობაში, მაგრამ ჯერ წინ პროცესია პარლამენტში, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ ახალი მთავრობა.