რეფორმებია საჭირო, საქართველომ ინსტიტუციები უნდა გააძლიეროს - პაველ ჰერჩინსკი

01.02.24 13:43
რეფორმებია საჭირო, საქართველომ ინსტიტუციები უნდა გააძლიეროს - პაველ ჰერჩინსკი

იმისთვის რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, რეფორმებია საჭირო, საქართველომ ინსტიტუციები უნდა გააძლიეროს - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს  განუცხადა.

მისი თქმით,  რეფორმების შესრულებაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა საქართველო გაწევრიანების გზაზე ერთი ნაბიჯით წინ წავიდეს.

დიპლომატმა კიდევ ერთხალ თქვა, რომ ეს რეფორმები ევროპელი ლიდერებისთვის არ უნდა გატარხეს, ეს ქართველ ხალხს სჭირდება

საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი რის გამოც ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ევროპული კარი ღიაა, მაგრამ საიმისოდ, იმისთვის რომ საქართველო  ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, რეფორმებია საჭირო, საქართველომ ინსტიტუციები უნდა გააძლიეროს.

სწორედ ამიტომ ლიდერები შეთანხმდნენ 9 პირობის შესახებ, რომელიც საქართველოს გადასცეს, მათი შესრულება კი უკვე საქართველოზეა. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ მუშაობა აქტიური იქნება.  

გასაგებია, რომ 9 თვეში არჩევნებია და ეს დიდ რესურსს მოითხოვს და საკმაო ყურადღებას იმსახურებს ყველას მხრიდან, თუმცა პარალელურად რეფორმების შესრულებაზე მუშაობაც უნდა გაგრძელდეს, რათა საქართველო გაწევრიანების გზაზე ერთი ნაბიჯით წინ წავიდეს.

ეს რეფორმები ევროპელი ლიდერებისთვის არ უნდა გატარხეს, ეს ქართველ ხალხს სჭირდება"- აცხადებს დიპლომატი.