"ოცნებამ" თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა
ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს - ყოფილი პრემიერი ამ პოსტზე ერთხმად დაამტკიცეს.
ამ წუთებში ქართული ოცნების ყრილობა მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერმინისტრობის კანდიდატიც უნდა წარადგინონ.
შეხვედრას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.