ჯუანშერ ბურჭულაძე თავისით წავიდა არ შეგვიცვლია - კობახიძე
"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - თავადაცვის მინისტრი "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი ხდება. რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.
როგორც მოგვიანებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიას უთხრა, ირაკლი კობახიძისგან NATO-ში ელჩობის შეთავაზება მიიღო, რასაც, სავარაუდოდ, დათანხმდება. როგორც ის ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო ოთხ თვეში მიიღებს.