ბიძინა ივანიშვილი ყრილობაზე სიტყვით არ გამოვიდა
ბიძინა ივანიშვილი ყრილობაზე სიტყვით არ გამოვიდა - როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, დღის წესრიგი წინასწარ შეთანხმდა და ივანიშვილის სურვილი ასეთი იყო.
ერთ თვიანი გაუჩინარების შემდეგ, ბიძინაა ივანიშვილი დღეს პირველად გამოჩნდა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე, პარტიის დამფუძნებელი ორ ირაკლისთან ერთად მივიდა. საბოლოოდ, ღარიბაშვილი კობახიძით ჩანაცვლდა. ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ უფრო მეტს ოლიგარქი ყრილობის შემდეგ იტყოდა, თუმცა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ მხოლოდ ტაში დაუკრა, მადლობები მოისმინა და ბოლოს სასტუმრო თბილისი პარაგრაფი უკომენტაროდ დატოვა.