NATO-ში ელჩობის შეთავაზება მივიღე, რასაც, სავარაუდოდ, დავთანხმდები - ბურჭულაძე

01.02.24 14:48
NATO-ში ელჩობის შეთავაზება მივიღე, რასაც, სავარაუდოდ, დავთანხმდები - ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულის გთქმით, ირაკლი კობახიძისგან NATO-ში ელჩობის შეთავაზება მიიღო, რასაც, სავარაუდოდ, დათანხმდება. როგორც ის ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო ოთხ თვეში მიიღებს. 

ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ თანამდებობის დატოვების სურვილის შესახებ თავდაცვის კოდექსის მიღების შემდეგ ღარიბაშვილსაც აცნობა, თუმცა მან "სთხოვა", რომ პოსტი არ დაეტოვებინა.

"13 წელია ვარ საჯარო მოხელე. ეს არის ძალიან ბევრი, 3 როტაცია ჩავატარე, 4 წელიწად ნახევარი ვიმუშავე 3 უწყებაში. ეს ერთი. მეორე, მყავს დიდი ოჯახი და მე მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალ პრემიერმინისტრს, რომ განვიხილო NATO-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის მერე, სავარაუდოდ, დავთანხმდები, მაგრამ მაქვს ფიქრის დროს, ეს 4 თვე იქნება თან დასვენების და ასევე მიგიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს", - ამბობს ბურჭულაძე.