უნდა ვიბრძოლოთ, რომ ახალ კუმისში არსებული უმძიმესი მდგომარეობა გამოვასწოროთ - მამუკა ხაზარაძე
სოფელ ახალი კუმისის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები დასახლებაში ბუნებრივი აირის გაყვანასა და წყლის უწყვეტ მიწოდებას ითხოვენ. ცხოვრება ახალ კუმისში სულ უფრო გაუსაძლისი ხდება, თუმცა ხალხის პრობლემები "ოცნებას" გადავიწყებული აქვს.
სოფელში დღეს "ლელოს" ლიდერები ჩავიდნენ. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ახალი კუმისის მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას ჰპირდება და მარშალის გეგმის ამოქმედებას ააანონსებს.
დაგვხვდა კატასტროფული მდგომარეობა, ძლივს მოვედით, გზა არ არსებობს. მადლობა ღმერთს, რომ დღეს მშრალი ამინდია. წვიმის დროს აქ მოსვლა შეუძლებელია. ტბა არის დაჭაობებული, არ არსებობს გაზი, დენი, წყალი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში ვართ და 21-ე საუკუნეში ეს ადამიანები არიან პრაქტიკულად მიგდებულები, მიტოვებულები, მგონია, რომ სხვა ქვეყანაში ვიმყოფებით. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ადამიანებთან ერთად დავიწყოთ სერიოზული მოძრაობა და ბრძოლა იმისათვის, რომ ეს სიტუაცია გამოვასწოროთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სოფელში ამ დრომდე "ოცნების" არც ერთი წარმომადგენელი არ ჩასულა. მოსახლეობა ამბობს, რომ არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით, თუმცა უარი მიიღეს.
პასუხი არის ძალიან სასაცილო, ვიაზრებთ თქვენს პრობლემებს და გასაჭირს, თუმცა სახელმწიფოს არ აქვს ფული. წარმოუდგენელია, რადგან ჩვენი სოფელი ქვემო ქართლის რეგიონში შედის, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსება აქვს", - ამბობს ადგილობრივი.