სასამართლო პოლიტიკით გაჯერებული 2012 წლამდე იყო - ოხანაშვილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ამტკიცებს, რომ დღეს სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია. ოხანაშვილის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სასამართლო პოლიტიკისგან გაათავისუფლა.
დაუშვებელია პოლიტიკის შეტანა სასამართლო სისტემაში. იყო 2012 წლამდე აქტიურად სასამართლო სისტემა პოლიტიკით გაჯერებული და ეს "ქართული ოცნების" გუნდმა აღმოფხვრა, ამიტომ იგივე წრეზე ჩვენ ვერ წავალთ, ამის უფლება არ გვაქვს. ჩემი ნებისმიერი განცხადება მოსამართლეებთან დაკავშირებით შეიძლება, აღქმულ იქნას, როგორც პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც დაუშვებელია", - ამბობს ოხანაშვილი.