"ჩემთან დაკავშირებით რამე სასკანდალო არაა" - მამუკა მდინარაძე უმრავლესობის ლიდერი ხდება
"ჩემთან დაკავშირებით რამე სასკანდალო არაა" - მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ის მმართველი პარტიის უმრავლესობის ლიდერი ხდება.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ მომდევნო სხდომაზე მის კანდიდატურას "ალბათ" მხარს დაუჭერენ.
"ჩემთან დაკავშირებით ძალიან მარტივია, არ არის რამე სასკანდალო, დიახ, უმრავლესობაში არის ამაზე საუბარი და შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე, ალბათ როგორც უმრავლესობის ლიდერს, მხარს დამიჭერენ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.