ღარიბაშვილის გუნდის ნაწილი გაშვებას დროებით გადარჩა

01.02.24 16:25
ღარიბაშვილის გუნდის ნაწილი გაშვებას დროებით გადარჩა

ღარიბაშვილის გუნდის ნაწილი გაშვებას დროებით გადარჩა - "პირველების" ინფორმაციით, სწორედ ექს პრემიერის მოთხოვნა იყო, არ გაეშვათ ყველა მინისტრი ერთად, ვინც მის სამეგობროდ მოიაზრებოდა. 

შეთანხმება ასეთია, საგარეო საქმეთა, იუსტიციის და ჯანდაცვის მინისტრები წავლენ, ოღონდ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ისე რომ ამას ღარიბაშვილის კადრებისგან წმენდის სახელი არ დაერქვას. 

ის რომ მინისტრები იცვლებოდნენ, ჯერ კიდევ გუშინ ადასტურებდნენ "ოცნების" დეპუტატები, მაგრამ ღარიბაშვილის კაბინეტში  ღამით გამართული შეხვედრის შემდეგ რეალობა შეიცვალა.  ერთადერთი, ვინც ვერ გადაარჩინა თავდაცვის მინისტრი აღმოჩნდა. ჯუანშერ ბურჭულაძე, რომლის სახელთანაც ყველაზე მეტი სავარაუდო კორუფციული სკანდალი ასოცირდება, პირველივე დღეს წავა.