გაწყვიტა თუ არა "ოცნებამ" მოშე კლუგჰაფტთან კონტრაქტი? - რას ამბობს მდინარაძე
შეწყვიტა თუ არა "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაქირავებულ PR-კონსულტანტ მოშე კლუგჰაფტთან თანამშრომლობა? - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
მდინარაძე ამბობს, რომ "ეს არ არის საჯაროდ გასახმოვანებელი ინფორმაცია.
"არა, ამის დასტური მე არ შემიძლია. ჩვენ ბევრთან გვაქვს ურთიერთობა და პიარულ ნაწილში ვაგრძელებთ კონსულტანტებთან ურთიერთობას. ეს არ არის საჯაროდ გასახმოვანებელი ინფორმაცია. ჯერჯერობით არ დაგიდასტურებთ, არც დაგეთანხმებით და არც უარყოფას გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს და შევიკავებ თავს დღეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
2023 წლის 13 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მოშე კლუგჰაფტი, რომელიც სისხლიანი ბანერების კამპანიასთან ასოცირდება, საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიული მრჩევლები გახდნენ. მმართველმა პარტიამ მათთან კონტრაქტიც გააფორმა.