"მიკვირს ცხვირი როგორ გამოატია დარბაზიდან" - რა მოიტყუა ირაკლი ღარიბაშვილმა?
რა მოგვატყუა ირაკლი ღარიბაშვილმა? - პოლიტიკური განხილვის საგანი ხდება ექს-პრემიერის გამოსამშვიდობებელი სიტყვა და მისი სტატისტიკა. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 2012 წელთან შედარებით ეკონომიკა სამჯერ არის გაზრდილი. სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა და ხალხი არც უმუშევრობას უჩივის.
პარალელური სამყაროდან დანახული არარეალურიი ქვეყანა და სრული აფსურდი. ასე აფასებს ოპოზიცია მშვიდობით გახარებული ექს-პრემიერის გამოსვლას. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა დაიწყოს გამოძიება კურუფციულ სკანდალებში არაერთგზის მხილებული ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკა უპრეცენდენტოდ გაიზარდა. სინამდვილეში თუ რამე გაიზადა, არის მათი შემოსავალი, მათი კორუფციული დანაშაულებრივი გზებით მიღებული შემოსავლები და ქონება. ღარიბაშვილი და ივანიშვილი ერთად ცდილობენ, რომ საზოგადოებას პარალელური რეალობა აჩვენონ", - ამბობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია კი განსაკუთრებით ღარიბაშვილის განცხადების იმ ნაწილმა გააბრაზა, სადაც აქ უკვე ყოფილი პრემიერი აგვისტოს ომზე საუბრობდა და პასუხისმგებლობას მაშინდელ ხელისუფლებას აკისრებდა.
რუსეთი ერჩის ჩვენს სახელმწიფოებრიობას და იმის თქმა, რომ საქართველოს რომელიმე ხელისუფლების ბრალია რუსეთის მიერ ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი, სიცრუე და მავნებლობა", - ამბობს ბოკერია.
გახარიას გუნდს კი საერთოდ უკვირს, ამდენი ტყუილი საიდან მოიტანა ირაკლი რარიბაშვილმა. ბექა ლილუაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერი ციფერბით მანიპულირებდა.
მიკვირს ცხვირი როგორ გამოატია დარბაზიდან, იმდენი რამ მოიტყუა. ამის ჩამოთვალას რა ააზრი აქვს. პრაქტიკულად, ყველა სახკითხთან დაკავშირებით, რაზეც ისაუბრა ღარიბაშვილმა, ეს იყო მანიპულირებადი ციფრებით საუბარი. ქართველ ხალხსაც, პრემიერ-მინისტრსაც, პარტიის თავმჯდომარესაც, მინისტრთა კაბინეტსაც რომ "აახია" ყველა მიღწევა ივანიშვილმა და დღეს ორივე ალაპარაკა, რომ ყველაფერი პოზიტიური, რაც ქვეყანაში განვითარდა, მისი დამსახურებაა, ნეგატიური რაც მოხდა, ეს ვისი დამსახურებაა?"- ამბობს ბექა ლილუაშვილი.