ივანიშვილის ყმა თადუმაძე ჯერ პროკურორი იყო შემდეგ მოსამართლე, რაც ინტერესთა კონფლიქტია - უგულავა

01.02.24 17:47
ივანიშვილის ყმა თადუმაძე ჯერ პროკურორი იყო შემდეგ მოსამართლე, რაც ინტერესთა კონფლიქტია - უგულავა

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავასთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანმა დავა სტრასბურგში უკვე მეორედ მოიგო. 

საზოგადოებას კარგად იცის, ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი და ყმა თადუმაძე რომელიც იყო ჯერ პროკურორი და შემდეგ უზენაესის მოსამართლე, სწორედ აქ არის დარღვევა, როცა ეს კაცი, ჩემს საქმეზე ერთ დროს იყო პროკურორი და შემდეგ მოსამართლე. ეს ინტერესთა კონფლიქტია, რაც სამართლიანი სასამართლოს სამართლის უფლების დარღვევას გულისხმობს.

დუსელდორფის სამართლის სპეციალისტს, რომელიც დღეს შეტავსებით დღეს ივანიშვილმა დღეს დანიშნა პრემიერად, რადგან სამართლის საკითხები მას ასე ძალიან ადარდებს, მინდა ვუთხრა, რომ შაპიტო არის მათი სასამართლო და ეს დღეს უკვე მეორედ დადასტურდა", - განაცხადა "პირველებთან" გიგი უგულავამ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, შალვა თადუმაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებას "ინტერპრესნიუსთან" აკეთებს.

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სუბიექტური და ობიექტური ტესტით მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს როგორც კვალიფიკაციის, ასევე მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს და ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად ცნო", - ამბობს თადუმაძე.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძე "პირველებთან" ამბობს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჯერ არ გაცნობია.

არ ვიცნობ ჯერჯერობით გადაწყვეტილებას, აქ ვიყავი დილიდან. როდესაც გავეცნობი, მერე თუ იქნება კითხვა, აუცილებლად გიპასუხებთ", - ამბობს ბრეგაძე.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეულია კონვენციის მეექვსე მუხლი, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას გულისხმობს. ანუ გამოდის რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, რადგან შალვა თადუმაძე, უგულავას საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც. 

შეგახსენებთ, რომ 2020-ში, პოლიტიკური კრიზისის დროს, თადუმაძის ხელმძღვანელობით, უზენესმა სასამართლომ შეცვალა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება და გიგი უგულავა დააკავა. მწვავე საერთაშორისო პროტესტის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უგულავა შეიწყალა.