"ოცნების" მთავარი კონსულტანტი რუსეთის ФСБ-ა - ანა ნაცვლიშვილი

01.02.24 17:39
"ოცნების" მთავარი კონსულტანტი რუსეთის ФСБ-ა - ანა ნაცვლიშვილი

"ქართული ოცნების" კონსულტანტი, მოშე იქნება თუ ვინმე სხვა, მთავარი კონსულტანტი, რუსეთის "ეფ ეს ბე" უცვლელი დარჩება" - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "ქართულმა ოცნებამ"  ზიზღის და სიძულვილის კამპანიების დაგეგმვით ცნობილ-პიარ სპეციალისტთან, კლუგჰაფტთან კონტრაქტი გაწყვიტა. 

ოპოზიციონერი ამბობს, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ესეც არ უშველის, რადგან ხალხის დაკვეთა ხელისუფლების ცვლილებაა. 

სხვა კონსულტანტებს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი კონსულტანტი "ეფ ეს ბე"-ს სახით მათთვის უცვლელი რჩება, თუმცა ახლა არც ეს უშველით, იმდენად მძიმე მდგომარეობა აქვთ შიგნით და ქვეყანაშიც იმდენად  აშკარაა, რომ ხელისუფლების შიგნით გადაადგილებები საზოგადოების დაკვეთა არ არის. საზოგადოების დაკვეთა, ხელისუფლების ცვლილებაა"

მსგავსი სიახლეები