უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა, ჩვენ შევასრულეთ პირობა, რომელიც ორი წლის წინ დავდეთ - მეცოლა

01.02.24 17:52
უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა, ჩვენ შევასრულეთ პირობა, რომელიც ორი წლის წინ დავდეთ - მეცოლა

უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა, ჩვენ შევასრულეთ პირობა, რომელიც ორი წლის წინ დავდეთ - ასე ეხმაურება ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა EU-ს მიერ უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი დახმარების პაკეტის დამტკიცებას.

მეცოლას თქმით, მსოფლიო ტესტის ჩაბარების წინაშე დგას და პირობას დებს, რომ უკრაინას ევროკავშირი დაეხმარება იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება.

ჩვენ უკრაინას გრძელვადიან 50 მილიარდიევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მივაწვდით. ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებას უფრო დიდ სანდოობას და ლეგიტიმაციას მისცემს, რგორც ამას ჩვენგან ელოდებიან. უკრაინის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოება. ჩვენ შევასრულეთ პირობა რომელიც ორი წლის წინ დავდეთ, რომ უკრაინას დავეხმარებით იქამდე სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ ეს გავაკეთეთ არა მხოლოდ მორალური პედესტალიდან არამედ, სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარეც. ჩვენ ვიცოდით, რომ დრო მოვიდოდა, როცა მსოფლიო ტესტის წინაშე დადგებოდა, ახლა არის ეს მომენტი.  ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვანერვიულებდით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით. იდეალური არ იქნეოდა თუ გადაწყვეტილებას 26 ქვეყანა მიიღებდა . უფრო იდეალური იქნებოდა თუ პირობების წამოყენება საჭირო არ გახდებოდა", - განაცხადა მეცოლამ.

ევროპულმა საბჭომ უკრიანისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. შეთანხმებას ლიდერებმა ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად მიაღწიეს. როგორც ჩანს, ორბანს კომპრომისზე წასვლა მოუწია. უნგრეთის  პრორუსი პრემიერი ვეტოთი იმუქრებოდა, თუმცა მუქარა ვერ შედგა.