ოლიგარქის პოლიტიკური სანახაობა - პრემიერის ცვლილება და კობახიძე-ღარიბაშვილის გადახვევა ივანიშვილის მითითების შემდეგ
ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი ირაკლი ღარიბაშვილს დააბრალა. დღეს "პირველებს" ოლიგარქმა უთხრა, რომ ღარიბაშვილს პრემიერობიდან წასვლა თავად მოუნდა. ღარიბაშვილმა ივანიშვილის ეს ნათქვამი არ დაადასტურა და ირიბი პასუხებით დაიტოვა გზა იმისთვის, რომ ამ თემაზე ოდესმე ალაპარაკდეს.
ოლიგარქის სურვილით მოწყობილი პოლიტიკური სანახაობა - 18 წუთიანი ყრილობის კულმინაციური მომენტი იმ დროს დადგა, როცა ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მითითების შემდეგ გადაეხვია. ოლიგარქის სასტუმროში დღეს კადრებში ყველაზე კარგად ჩანდა, რომ ცვლილებით მხოლოდ ორი კაცი იყო კმაყოფილი.
უკვე მეორედ, ბიძინა ივანიშვილმა საჯარო დემონსტრირება მოახდინა, რომ ყველაფერი მის გარშემო ბრუნავს. რეგიონებიდან ჩამოსული დელეგატების დიდმა ნაწილმა არც კი იცოდა რა ცვლილებების დასამტკიცებლად ჩამოიყვანეს. ცვლილებები არჩევნების გამო მოხდა, იმიტომ რომ ეს მძიმე არჩევნებია - ამ ერთი განცხადებით "ქართლ ოცნებას" მოუწია იმის აღიარება რომ 26 ოქტომბერს მარცხისთვის განწირული გუნდის გადარჩენას ახლა მისი შემქმნელი სამთავრობო კარუსელით ცდილობს.
ივანიშვილი დღეს კამერების წინ არ გამოჩენილა, თუმცა მისი სასტუმროს დერფანში ოლიგარქთან გასაუბრება მაინც შეძლო "პირველების" ჟურნალისტმა რუსუდან დუმბაძემ.