კობახიძეს დროებითი მთავრობა შერჩა - როგორ გადაარჩინა ღარიბაშვილმა მეგობარი მინისტრების თანამდებობები

01.02.24 20:11
კობახიძეს დროებითი მთავრობა შერჩა - როგორ გადაარჩინა ღარიბაშვილმა მეგობარი მინისტრების თანამდებობები

 

 

კობახიძეს დროებითი მთავრობა შერჩა. ღარიბაშვილის თხოვნა ივანიშვილმა გაითვალისწინა. მის კადრებს ერთი ხელის მოსმით არ გაუშვებენ. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილ პრემიერს სახე და რეპუტაცია შეუნარჩუნონ. ერთადერთი, ვინც თანამდებობას დატოვებს თავდაცვის მინისტრია. კორუფციულ სკანდალებთან ყველაზე მეტად ასოცირებული ჯუანშერ ბურჭულაძე ღარიბაშვილმა ვერ გადაარჩინა. მას ნატოში გაუშვებენ საქართველოს წარმომადგენლად. დანარჩენებს სამი თვე ფორმალურად დატოვებენ პოსტებზე. 

ჯანდაცვის, იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს შემცვლელები უკვე ჰყავთ და ამას არც უმრავლესობის წევრები მალავენ. თუმცა ღარიბაშვილის თხოვნით ისინი ეტაპობრივად დაცლიან კაბინეტებს. გუშინდელ საიდუმლო სერობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში სავარაუდოდ სწორედ მათი ბედი წყდებოდა. ღარიბაშვილმა და კობახიძემ დროებითი ზავი გააფორმეს და ყოფილი პრემიერის გარემოცვა მხოლოდ იმიტომ რჩება თანამდებობებზე, რომ მათ არა გაშვებულების არამედ საკუთარი სურვილით წასულების სტატუსი მიიღონ.

 როდემდე  შეინარჩუნებენ პოსტებს წასასვლელად გამზადებულები? - დეტალები ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში