ტყუილების კასკადი ღარიბაშვილისგან და პროპაგანდისთვის გამოყენებული გამოსამშვიდობებელი სიტყვა

01.02.24 20:16
ტყუილების კასკადი ღარიბაშვილისგან და პროპაგანდისთვის გამოყენებული გამოსამშვიდობებელი სიტყვა

 

 

ტყუილების კასკადი ირაკლი ღარიბაშვილისგან. უკვე ყოფილ პრემიერს თანამდებობიდან მეორედ გადაყენება რომ გადაეფარა, საკუთარი ქვეყანა ისევ  აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ღარიბაშვილმა გამოსამშვიდობებელი სიტყვაც პროპაგანდისთვის გამოიყენა. დღეს ხალხს უმტკიცებდა, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა.  ღარიბაშვილის ამ განცხადებით კი რუსული მედია რამდენიმე საათში გადაჭრელდა

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ  ეკონომიკა "ქართული ოცნების" მმართველობის დროს სამჯერ გაიზარდა, სიღარიბე და უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმზეა.  თუმცა ვინ იშოვა ამ ქვეყანაში ფული? რიგითმა მოქალაქეებმა არა. მხოლოდ მაღალჩინოსნებმა და მათთან დაახლოებულმა ადამიანებმა.  ყოფილმა პრემიერმა საქართველოს  ევროპული პერსპექტივაც სრულად "ქართულ ოცნებას" მიაწერა და არ გახსენებია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის გეგმა "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე მიიღო, რაც ევროკავშირთან დაახლოების წინაპირობა იყო.

დეტალები ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.