"სასამართლო სისტემა ოლიგარქის შაპიტოა" - გიგი უგულავამ ევროსასამართლოში უკვე მეორე საქმე მოიგო
გიგი უგულავას მიმართ დაირღვა კონვენციის მექვსე მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება - ოპოზიციონერმა ლიდერმა ევროსასამართლოში უკვე მეორე საქმე მოიგო.
"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა" - ამბობს უგულავა. პოლიტიკოსისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ დადგინდა ინტერესთა კონფლიქტი, რადგან შალვა თადუმაძე უგულავას საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც. უგულავამ პირველი დავა ევროსასამართლოში 2014-ში მოიგო, როცა მისი დაკავების საქმე გაასაჩივრა.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში