ივანიშვილს ღარიბაშვილი მოსწყინდა - დეკანოიძე
ივანიშვილს ღარიბაშვილი მოსწყინდა - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ, გადაცემა "რეაქციის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
დეკანოიძე ამბობს, რომ ივანიშვილმა ბოლომდე არ დაამცირა ყოფილი პრემიერ მინისტრი და სწორედ ამიტომ დატოვა მისი ემგობარი მინისტრები დროებით თანამდებობებზე.
დეკანოძე ამბობს, რომ ოლიგარქი ჯონგლიორობს მაშინაც, როდესაც კობახიძეს ნიშნავსას, მაგრამ მას საკუთარი მინისტრთა კაბინეტის დანიშვნის უფლებას არ აძლევს.
ამ ქვეყანაში კლეპტოკრატიული ოლიგარქიაა. კლეპტოკრატია, რომ ავხსნათ გასაგებ ენაზე, ეს არის ქურდების მმართველობა, ეს არ არის მხოლოდ კანონიერი ქურდების მმართველობა, ეს არის მმართველობა, როდესაც სათავეში არიან ადამიანები, რომლებიც ფულს იპარავენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, არის ის, რომ ივანიშვილს საკუთარი თავის გარდა არავინ აინტერესებს. მას მოსწყინდა ღარიბაშვილი, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ფაქტი ეს არის და ფაქტი კიდევ ის არის რომ კობახიძეს საშუალება არ მიეცა, საკუთარი მინისტრთა კაბინეტი წარედგინა და მე შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ გადახვევის მიუხედავად, ეს იყო ღარაბიშვილის შანტაჟი კობახიძის მიმართ და ბიძინა ივანიშვილის ჟონგლიორობა, რომ კი, მე კობახიძე წარვადგინე, მაგრამ 4 თვეში მივცემ მას უფლებას, რომ გამოცვალოს მინისტრები. ვფიქრობ, ეს იყო ივანიშვილის შეთავაზება, მოდი, მე რადგან ასე დავამცირე, მოდი რაღაცას დავუტოვებ, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.