არავინ უშვებს სახლში წარმატებულ პრემიერებს და იქამდე მთელ პრელუდიას არ აკეთებს კორუფციასთან დაკავშირებით - ბუაძე
ღარიბაშვილი გადაიქცა სახე-ხატად იმ კორუფციული ინფრასტრუქტურისა, რომელიც შექმნა ივანიშვილმა - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
ბუაძის თქმით, არავინ უშვებს სახლში წარმატებულ პრემიერებს და იქამდე მთელ პრელუდიას არ აკეთებს კორუფციასთან დაკავშირებით.
რასაც ვიყურებთ, ეს არის არარაობის რენესანსი. რა არის ღარიბაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა? თუ შეიძლება ასეთ არარაობას საერთოდ პოლიტიკური მემკვიდრეობა ჰქონდეს - მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა არის ორნიშნა ინფლაცია, განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე... მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა არის ტოტალური კორუფცია და ღარიბაშვილი გადაიქცა სახე-ხატად იმ კორუფციული ინფრასტრუქტურისა, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, ივნიშვილია სწორედ ამ ყველაფრის ავტორი და მისი გამოსვლა ჩრდილიდან უკავშირდება რუსული გეზის გადარჩენის მცდელობას. იქ, სადაც არ არის კრიზისი, არავინ არ აკეთებს ასეთ ცვლილებებს. ფაქტია, რომ არავინ უშვებს სახლში წარმატებულ პრემიერ-მინისტრებს და იქამდე მთელ პრელუდიას არ აკეთებს კორუფციასტან დაკავშირებით", - განაცხადა ბუაძემ.