რაქვიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი თავის ადგილას მოსვა
პარტია "გირჩის" წევრი, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი თავის ადგილას მოსვა.
რაქვიაშვილის თქმით, მთელი ეს პრემიერ-მინისტრობის ინსტიტუცია იმიტაციაა და ოლიგარქის ხელწერა სწორედ ისაა, რომ როგორც კი მის მიერ დანიშნული პირი ორ ნაბიჯს დამოუკიდებლად გადადგამს, ბიძინა ივანიშვილის მას თავის ადგილას აბრუნებს.
ოპოზიციონერი გადაცემა "რეაქციაში" მოხნისლ მინისტრზეც საუბრობს და თავის კმაყოფილებას არ მალავს იმის გამო, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრი აღარ იქნება.
მე ძალიან კმაყოფილი ვარ რომ თავდაცვის მინისტრი მოხსნეს, თუ რაიმე ჩავარდნა ჰქონდა "ოცნებას" ეს თავდაცვის კოდექსი იყო. რეფორმა ვერ შედგა. ეს იყო რარიბაშვილის ახირება, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ჩაუვარდა. ჩემი აზრით, ჯანდაცვის მინისტრი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია, უბრალოდ საჯაროდ ისე არ გამოჩნდა.
მაგრამ ახლა, შინაარსობრივად ვხედავთ, რომ ისეთი პრემიერ-მინისტრი გვყავს, რომელსაც ერთი მინისტრი დაანიშნინეს, ისიც არ ვიცით თავისი ინიციატივით დანიშნა თუ სხვისი არჩევანი იყოს. ამიტომ, მთელი ეს პრემიერ-მინისტრობის ინსტიტუცია არის იმიტაცია, მმართველი მაინც იგივე დარჩა. რეალურად ხომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას.
ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს, ეტყვის შენ ხარ პრემირ-მინისტრიო, ეს ადამიანი ხვდება ვინც არის, მაგრამ შემდეგ ეშლება, ბევრი აქებს, ტელევიზორში აქებენ, დაიჯერებს რომ პრემიერია, რამე ორ ნაბიჯს გადადგამს და იქვენ უკან დააბრუნებს ბიძინა ივანიშვილი, თავის ადგილას მოსვამს. არავის არ ეტყობოდა სინამდვილეში პრემიერ-მინისტრობა", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.