პრემიერი ანგარიშით პარლამენტში დღესაც წარსდგება - ოპოზიცია მწვავე გამოსვლებისთვის ემზადება
პრემიერ-მინისტრი ანგარიშით პარლამენტში დღესაც წარდგება. სესია მისი მოხსენებით გაიხსნება. საკანონმდებლო ორგანოში ღარიბაშვილის გამოსვლას მინისტრებიც დაესწრებიან. პრემიერს კომიტეტების, ფრაქციების ფორმატში უპასუხებენ.
ოპოზიციის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი პარალელურ სამყაროში ცხოვროვრობს და რეალობის აღქმა დაკარგული აქვს. ხელისუფლების ოპონენტები დღესაც მწვავე კითხვების დასასმელად ემზადებიან.
დღეს ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ზუსტ პოლიტიკურ შეფასებებს, რომელიც იქნება ოპოზიციიდან და პრემიერს მოუწევს მწვავე კრიტიკის მოსმენა, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
მწვავე გამოსვლისთვის ემზადება „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერიც.
ძალიან მწვავე გამოსვლა მექნება, დაელოდეთ, კონკრეტული ციფრებით და ფაქტებით, რომელიც გვჩვევია „სტრატეგია აღმაშენებელის“ გუნდს. მე შევაფასე კიდეც, ერთ-ერთი ყველაზე უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერი, ასეთი იყო იმ დღევანდელი გამოსვლა, იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო, 10 წლის შემდეგ გვეშველებაო, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.