"ნომინალურები" - საბა ბუაძე სამთავრობო ცვლილებებზე

02.02.24 11:37
"ნომინალურები" - საბა ბუაძე სამთავრობო ცვლილებებზე

ყველა ეს ადამიანი, რომელიც ივანიშვილის ქვემოთ არის, არის ნომინალური, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე "ოცნებაში" დაწყებულ ცვლილებებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ყველა გადაწყვეტილებას, როგორც აქამდე, ერთპიროვნულად ისევ რუსეთის სამსახურში მყოფი ივანიშვილი ღებულობს.

ყველა ეს ადამიანი, რომელიც ივანიშვილის ქვემოთ არის, არის ნომინალური. მთელი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა და ხდება სწორედ ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილი არის მთავარი მოკავშირე პუტინის რუსეთის, რომლის ინტერესშიცაა, რომ რამენაირად გადაარჩინონ ის პრორუსული გეზი, რომელიც ამ ხელისუფლებსი დამსახურებით ქვეყანას აქვს აღებული, - ამბობს საბა ბუაძე.